ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია შპს "ქლინ ლაინი"-ში

შპს "ქლინ ლაინი", შენობის სრული ტექნიკური მომსახურების და დასუფთავების პროფესიონალური სამსახური, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით;
•    გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
•    საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
•    რეკომენდაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:
•    კორპორაციული კლიენტების ბაზის შექმნა;
•    კომპანიაში არსებული პროდუქტების (მომსახურების) მიწოდება კორპორაციული კლიენტებისათვის და საცალო გაყიდვების მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პარტნიორებთან;
•    გაყიდვების ხერხების და გზების ძიება;
•    მომსახურების შეთავაზების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციების გაფორმება და წარმოება.

უნარ-ჩვევები:
•    მოლაპარაკებების წარმართვის გამორჩეული უნარი;
•    კომუნიკაციის და პრეზენტაციის განსაკუთრებული უნარი;
•    დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
•    ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
•    ძლიერი პირადი მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    დამოუკიდებლად მუშაობისა და ადაპტირების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები