ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია შპს "ფოტოპლაზა+"-ში

შპს "ფოტოპლაზა+" ("კონიკა მინოლტას" ექსკლუზიური დილერი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას "კონიკა მინოლტას" საბეჭდი მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი ტექნიკური განათლება;
•    პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვების დარგში - მინიმუმ 2 წელი;
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პუნქტუალური, მიზანდასახული;
•    ქართულის, ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
•    ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
•    სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება; გაყიდვების წარმოების უნარი;
•    პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
•    ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
•    კლიენტის მოთხოვნაზე მაქსიმალური ორიენტირებულობა;
•    სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.

ანაზღაურება შედეგების მიხედვით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 13 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები