გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია შ.პ.ს. ,,ფორმატში’’
შ.პ.ს. "ფორმატს" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის გოგონები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატის შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
ხელფასი: 400-დან 800 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• დახვეწილი მეტყველება;
• კომუნიკაბელურობა;
• საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
• საბუთებთან მუშაობის და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
• შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება;
• ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი მუშაობის უწყვეტი სტაჟი;
• რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი საქონელი და მისი მახასიათებლები;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და დახლებზე განთავსებაში;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საქონლის ინვენტარიზაციაში;
• დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში.
ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ, კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო სტაჟირებას. ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ მათ გაუფორმდებათ 3 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდში მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 280 ლარით. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი და დაკავებული პოზიცია განისაზღვრება კომპეტენციის და ცოდნის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირა.
შესვენების საათები: შეთანხმებით.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.