ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია შ.პ.ს. ,,დელტა სისტემში”

შ.პ.ს. "დელტა სისტემსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:
• გაყიდვების ყოველთვიური დაგეგმარება და განხორციელება;
• გაყიდვების ყოველთვიური ანალიზი;
• კორპორატიული კლიენტების მომსახურება, მიღებული შეკვეთების მომზადება;
• პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება;
• შეთავაზებების და ინვოისების გაკეთება.

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირება);
• IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი ინგლისურ და რუსულ ენებზე;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
• კომუნიკაბელური, გუნდის აქტიური წევრი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• განსაკუთრებული ურთიერთპიროვნული თვისებები;
• ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული;
• პრეზენტაციის განსაკუთრებული უნარები;
• ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 25 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები