გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია პოლიგრაფიულ საწარმოში "ეტიკეტი"
პოლიგრაფიული საწარმო "ეტიკეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• ახალი კლიენტების მოძიება;
• მოლაპარაკების წარმოება როგორც ჩვენს ოფისში, ასევე კლიენტთან;
• არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
• შეკვეთის დათვლა; ხელშეკრულების გაფორმება; ანგარიშის წარდგენა;
• შეკვეთის მიღება, წარმოებაში გადაცემა;
• შეკვეთის შესრულების კონტროლი;
• მზა პროდუქციის კლიენტზე მიწოდების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
• კლიენტთან მუშაობის გამოცდილება;
• პოლიგრაფიის სპეციფიკის ცოდნა;
• მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• ინიციატივიანობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, გამართული მეტყველება;
• კომპიუტერულ საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
• ასაკი: 24-35 წელი.
პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
• გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
• ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ფიქსირებულ 600 ლარს დამატებული % გამომუშავებიდან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 832 29 47 11.