გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანიაში ”სათამაშო”
შპს "სათამაშო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ახალგაზრდა მამაკაცებისათვის.
სამუშაოს აღწერილობა, მოვალეობები: კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა; პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა, გაყიდვების აგენტების მუშაობის დაგეგმვა, ანალიზი, მონიტორინგი, შეფასება.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
• მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• კომუნიკაბელურობა, მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარების უნარი;
• კარგი პრეზენტაციის უნარი;
• ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
ანაზღაურება: 500 ლარი, პლუს ყოველთვიური ბონუსები.
პირველი თვე არის საგამოცდო.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 5 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.