ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანიაში ”კლასიკა”

კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

აუცილებელი მოთხოვნები:
• საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
• ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
• ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
• ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
• შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება); საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
• უმაღლესი განათლება;
• უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
• ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
• რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
• დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
• სხვა ვალდებულებები.

პრეტენდენტები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას.

კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ საგამოცდო 2 თვიანი ხელშეკრულება. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ცოდნიდან გამომდინარე, 240 ლარიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 898 24 24 21




 

 

ბანერები