გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი"-ში
"თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
• მანქანების, განსაკუთრებით სატვირთო და კომერციული ტექნიკის ცოდნა სასურველია;
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტო გაყიდვის სფეროში;
• კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
• ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• ენერგიული, კომუნიკაბელური;
• კლიენტის დარწმუნების უნარი;
• გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
• კლიენტებთან "აგრესიულ" ურთიერთობაზე ორიენტირებული.
ძირითადი მოვალეობები:
• ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
• კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/დაპროექტება;
• ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტიური ათვისების დონის შეფასება;
• ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია);
• ტექნიკის გაყიდვის პროცესების მთლიანი კონტროლი (კონტრაქტის მომზადება, პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.