ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია "თბილისი-ლაითინგი"-ში

კომპანიას "თბილისი-ლაითინგი" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.

მაღაზიის პროფილი: იტალიური და ავსტრიული ელიტარული ჭაღების რეალიზაცია.

ხელფასი: 350-600 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით.

კომპანია ითვალისწინებს ხელფასის და პროფესიულ ზრდას.

აუცილებელი მოთხოვნები:

•    დახვეწილი მეტყველება;
•     საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება - ექსელში მუშაობის გამოცდილება);
•    ანალიტიკური და მათემატიკური უნარჩვევები;
•    გაყიდვების ორგანიზების უნარი (გამოცდილება);
•    უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•    დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•    უმაღლესი განათლება;
•    ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•    რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

მოვალეობები:

•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•    სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•    კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•    დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.

კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ გაუფორმდეათ ხელშეკრულება 2 თვიანი ანაზღაურებად სტაჟირებაზე. სტაჟირების პერიოდში მინიმალური ხელფასია 280 ლარი. საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ, ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა მოხდება კვალიფიკაციის, უნარჩვევების და ცოდნის მიხედვით, 350-600 ლარი. მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისას გათვალისწინებულია პრემიალური დანამატები.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 11.00-დან 20.00 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.

გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი ფირმის ხარჯზე.

საჭირო საბუთები:
•    CV - ფოტოსურათით (3x4).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები