გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია "მოტორსტარში"
შ.პ.ს. "მოტორსტარი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
20-35 წლის მამაკაცი;
• რუსული და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;
• სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
• ენერგიული და კომუნიკაბელური;
• უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
• პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული;
• შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
• აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
• მოსმენის უნარი;
• კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
• მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
• სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
• ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
• გაწონასწორებული და მშვიდი.
მოვალეობები:
• გაყიდვების განხორციელება;
• პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
• მაღაზიაში პროდუქციის განლაგება;
• სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
• მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე. განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11