გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია "კომპიპლუს"-ში
კომპანიას "კომპიპლუს" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის, 18-25 წლამდე გოგონები გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.
მაღაზიის პროფილი: ციფრული აპარატურის, კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების რეალიზაცია.
უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ნამუშევარი აქვს მსგავსი პროფილით.
პიროვნული თვისებები:
• გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება;
• დახვეწილი მეტყველება;
• პუნქტუალურობა;
• კომუნიკაბელობა;
• ინიციატივიანობა, აქტიურობა;
• ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;
• სისწრაფე, ოპერატიულობა.
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.