გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია ,,კლასიკაში”
კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ხელფასი: 400-დან 800 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.
აუცილებელი მოთხოვნები:
· დახვეწილი მეტყველება;
· საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
· ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
· ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
· ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
· შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება);
· საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
· უმაღლესი განათლება;
· უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
· ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
· რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).
მოვალეობები:
· ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
· დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
· სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
· კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
· მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
· დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
· დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
· სხვა ვალდებულებები.
საჭირო საბუთები: CV ფოტოსურათით (3x4).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის,
დასაქმებისა, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11