გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია ,,კლასიკაში”
კომპანია "კლასიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ხელფასი: 400-დან 800 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- დახვეწილი მეტყველება;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
- ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
- ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
- ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
- შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება);
- საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
- უმაღლესი განათლება;
- უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
- ერთ ადგილზე მუშაობის 2-წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
- რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).
მოვალეობები:
· ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
· დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
· სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
· კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
· მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
· დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
· დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში
· სხვა ვალდებულებები.
საჭირო საბუთები:
- CV ფოტოსურათით (3x4).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.