ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია "კლასიკა"-ში

კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.   

ხელფასი: 400-დან 800 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:    
დახვეწილი მეტყველება;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
•    ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•    ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
•    ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
•    შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება);
•    საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•    უმაღლესი განათლება;
•    უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•    ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•    რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

მოვალეობები:
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•    სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•    კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•    მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
•    დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
•    დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
•    სხვა ვალდებულებები.   

პრეტენდენტები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას. კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ საგამოცდო 2 თვიანი ხელშეკრულება. საგამოცდო პერიოდში მინიმალური ხელფასი: 280 ლარი. საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ მოხდება ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასის და პროფესიულ ზრდას.   

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10.30-დან 19.30 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე. გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი ფირმის ხარჯზე.

საჭირო საბუთები:
•    CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები