ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანია

კომპანიას "ოფის1" ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობებზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

ხელფასი: 300-დან 600 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    დახვეწილი მეტყველება;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება; ექსელში მუშაობის გამოცდილება);
•    ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•    ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
•    ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
•    შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება);
•    საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•    უმაღლესი განათლება;
•    უცხო ენის ცოდნა (სასურველია და უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•    ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•    რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

უპირატესობა მიენიჭებათ მათემატიკური განათლების მქონე კანდიდატებს.

მოვალეობები:
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•    სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•    კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•    მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
•    დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
•    დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
•     სხვა ვალდებულებები.   

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10-დან 19 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.
საჭირო საბუთები: CV ფოტოსურათით.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11

ბანერები