გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კინოთეატრ "საქართველოში"
"კინოთეატრ საქართველოს" ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 2 ეტაპად.
ხელფასი: 360 ლარამდე (გამომუშავებით).
აუცილებელი მოთხოვნები:
• დახვეწილი მეტყველება;
• ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
• ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
• შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება);
• საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
• გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• თვითპრეზენტირების უნარი;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• არაკონფლიქტურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• პუნქტუალობა.
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს ბილეთების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს კინოთეატრში წარმოდგენილი პროდუქცია;
• პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
• კინოს პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
• სხვა ვალდებულებები.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, 10.00-დან 17.00 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.
საჭირო საბუთები:
• CV ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 19 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.