გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია ,,ეიჩპი ცენტრში”
კომპანია "ეიჩპი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
• დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
• სხვა ვალდებულებები.
აუცილებელი მოთხოვნები:
• ლიდერული უნარ-ჩვევები და კომუნიკაბელურობა;
• დახვეწილი მეტყველება და გარეგნობა;
• ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
• საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
• საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
• სიახლის სწრაფად ათვისების უნარი.
სასურველი მოთხოვნები:
• კომპიუტერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება და სამომხმარებლო კომპიუტერული პროდუქტების კარგად ცოდნა;
• ტექნიკური განათლება (სასურველია მათემატიკის, ფიზიკის ან ინფორმატიკის ფაკულტეტები);
• ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11