ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია - "ალდ გრუფი"-ში

სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია "Husqvarna"-ს ოფიციალური დილერი საქართველოში - "ალდ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის სფეროში);
•    რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

•    კლიენტების მომსახურება;
•    გაყიდვების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
•    მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ორგანიზება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
•    პროდუქციის ფასებისა და ფასდაკლებების დაანგარიშება;
•    კონტროლი შეკვეთების მიმდინარეობის სრულ პროცესზე (შეკვეთის მიღება, წარმოების პროცესი, გადახდის გრაფიკი და ა.შ.);
•    საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
•    კომუნიკაბელურობა;
•    დასახული მიზნების მიღწევის და სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია;
•    მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები