გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა შპს "უნივერსალში"
შპს "უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
• მომხმარებლებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება;
• კომპანიის მიერ ორგანიზებულ სარეკლამო აქციებში მონაწილეობის მიღება.
• სარეკლამო აქციების დაგეგმვა.
• პრეზენტაციების ჩატარება.
• პარტნიორი ან პოტენციური კლიენტი ორგანიზაციების მოძიება და მათთან მოლაპარაკების ორგანიზება.
• კომპანიის პროდუქტის შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის.
• გაყიდვების წარმოება და საბანკო ანგარიშსწორება.
მოთხოვნები:
• ასაკი: 18 წლიდან. უპირატესობა მიენიჭება მდედრობითი სქესის კანდიდატებს;
• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება და განათლების ქონა ჩაითვლება პრიორიტეტულად;
• საოფისე პროგრამების და ინტერნეტით სარგებლობის ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
• პრეზენტაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი.
ანაზღაურება: ინდივიდუალური - გამომუშავებით (საშუალოდ კვირაში 50-200 ლარი).
კარიერა:
ორი პოზიციით წინსვლის პერსპექტივა მზარდი ანაზღაურებით:
I პოზიცია - ქსელის მენეჯერი.
II პოზიცია - მარკეტინგის მენეჯერი (ფიქსირებული ხელფასი).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.