გაყიდვების კოორდინატორის ვაკანსია
შ.პ.ს. "საქართველოს ლატარიის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• საკუთარი ავტომანქანა.
ფუნქცია-მოვალეობები:
• მონიტორინგი გაუწიოს გაყიდვების პუნქტებს (სავაჭრო ქსელს) გაყიდვების მოცულობების, გაყიდვების მიზნების შესრულების და ეფექტურობის თვალსაზრისით; მონიტორინგი გაუწიოს მომსახურების ხარისხს და სათამაშო პროდუქტების ცოდნას სავაჭრო ქსელის პერსონალის მიერ;
• მოახდინოს ტრენინგისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება სავაჭრო ქსელში; ტრენინგი ჩაუტაროს სავაჭრო პერსონალს მომსახურების ხარისხის, პროდუქტების ცოდნისა და უნარების თვალსაზრისით;
• ინსტრუქცია და მონიტორინგი გაუწიოს სავაჭრო ქსელს მერჩანდაიზინგის და მასალების გამოფენის კუთხით;
• იზრუნოს ახალი სავაჭრო წერტილების მოძიებასა და დამატებაზე;
• გამოავლინოს არსებული პრობლემები და წამოჭრას საკითხები თავის მენეჯერთან;
• იქონიოს მუდმივი კონტაქტი სავაჭრო ქსელთან ინფორმაციის მიღება-გაცვლისათვის;
• შეიმუშაოს წინადადებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
• დაწეროს სხვადასხვა შესაბამისი ანგარიშები;
• სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საჭირო საბუთები:
• CV;
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.