ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების კონსულტანტისა და გაყიდვების მთავარი კონსულტანტის ვაკანსია იტალიური ბრენდში "Coincasa"

იტალიური ბრენდი "Coincasa" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

1. გაყიდვების კონსულტანტი

მოთხოვნები:

•    18-დან 30 წლამდე;
•    გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
•    წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
•    პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
•    სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო საათები: 11-დან 20 საათამდე, 6 დღე კვირაში.
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე.
ანაზღაურება: 350 ლარი, ბონუსები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს საქართველოში.

2. გაყიდვების მთავარი კონსულტანტი

მოთხოვნები:

•    22-დან 35 წლამდე;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდის ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები;
•    წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
•    გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
•    საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
•    რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
•    სხვადასხვა სახის საინფორმაციო ანგარიშების მომზადების უნარი.

სამუშაო საათები: 11-დან 20 საათამდე, 6 დღე კვირაში.
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე.
ანაზღაურება: 500 ლარი, ბონუსები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს საქართველოსა და იტალიაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები