ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია შპს "რახ კერამიკს ჯორჯია"-ში

შპს "რახ კერამიკს ჯორჯია", "რაკიინის" ჯგუფის წევრი კერამიკული მასალების მწარმოებელი არაბული კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
•    ზედმიწევნით კარგად შეისწავლოს პროდუქციის მახასიათებლები;
•    სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•    შესთავაზოს კლიენტს კრეატიული იდეები კომპანიის მასალების გამოყენებით;
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები.

მოთხოვნები:
•    ასაკი: 20-30 წელი;
•    სქესი: მდედრობითი, სასიამოვნო გარეგნობის;
•    განათლება: უმაღლესი;
•    უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.

უნარ-ჩვევები:
•    ენერგიული და კომუნიკაბელური;
•    უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
•    პუნქტუალური და მოწესრიგებული;
•    შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
•    აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
•    სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები