გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია შპს "ჯითექსი"
შპს "ჯითექსი", "OVS"-ს ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
"OVS" მომხმარებელს სთავაზობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და სილამაზის და თავის მოვლის საშუალებებს.
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
• სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.
მოთხოვნები:
• გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (გაყიდვების კონსულტანტი ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში);
• კომუნიკაბელური;
• აკურატული და დეტალზე ორიენტირებული;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით; შრომისმოყვარე; გუნდური მუშაობის უნარით; მოტივირებული და ორგანიზებული;
• სასიამოვნო გარეგნობის;
• სასურველია კომპიუტერის და რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
• ასაკი და სქესი: 18-დან 35-მდე, ქალი/მამაკაცი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.