გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია პარფიუმერულ ქსელში "ისი-პარი"
პარფიუმერული ქსელი "ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები:
• გაყიდვების კონტროლი და კოორდინირება;
• კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა: კლიენტების მოზიდვა, სიახლეების გაცნობა, მოლაპარაკებების წარმოება;
• პროდუქციის რეკლამირება და რეალიზაცია;
• კლიენტებთან ფინანსური ანგარიშგების კონტროლი.
აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• მუშაობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• კარგი პრეზენტაციის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• კლიენტებთან ურთიერთობის უნარი;
• გამართულად მეტყველების უნარი;
• თავაზიანობა, ენერგიულობა, სანდოობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.