ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია "ედრესი" - "პრომოდის", "სელიოს", "ტომ ტეილორის" და "ეტამის" ჯგუფის ფრანჩაიზერი - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე მის მაღაზიათა ქსელში.

განსახორციელებელი საქმიანობა:
•    კლიენტების მოზიდვა
•    კლიენტთა მომსახურება
•    პროდუქციის გაყიდვა
•    მაღაზიაში პროდუქციის განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
•    უცხო ენების ფლობა (სასურველია)
•    კომუნიკაბელურობა
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე
•    სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@adress.ge არა უგვიანეს 2012 წლის 8 ივლისის 20:00 საათისა. გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები