გაყიდვების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსია შ.პ.ს. "მობიტელიში"
შპს "მობიტელი" აცხადებს კონკურსს კორპორაციული გაყიდვების განყოფილებაში გაყიდვების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
• ალტერნატიული გაყიდვების არხების ორგანიზება;
• რეგიონებთან მუშაობის სინქრონიზირება;
• ახალი პოტენციური კლიენტების გამოვლენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
• გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
• ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო);
• კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint, Microsoft Project, Visio).
საჭირო თვისებები:
• კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
• დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• კლიენტებთან მუშაობის უნარი;
• ანგარიშის მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.