გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე
სბ უძრავი ქონება - საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობა: გაყიდვების პროცესის მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება: უმაღლესი.
• სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
• ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა, მიზანმიმართულობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელექტრონული ფოსტით მისამართზე: bog.group@bog.ge 2012 წლის 10 აგვისტომდე., გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.