გაყიდვების ასისტენტის ვაკანსია კომპანია "სტრადა ავტოში"
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტო დილერი კომპანია - "სტრადა ავტო" - აცხადებს კონკურსს გაყიდვების ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
ძირითადი მოვალეობები:
• სამუშაო პროცესებზე ყოველდღიური ზედამხედველობა და კონტროლი;
• სხვადასხვა სპეციალური ფორმების შევსება;
• მონაცემთა ბაზის განახლება;
• გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული საკითხები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაო კვირა: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო საათები: 10.00-19.00.
ანაზღაურება: 400 ლარი (დარიცხვის შემდეგ).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.