გაყიდვების აგენტის ვაკანსია შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი"-ში
შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი;
• სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
• გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული მახასიათებლები:
• კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• გამართული მეტყველება;
• თვითპრეზენტირების უნარი;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• არაკონფლიქტურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• პუნქტუალობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
• სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
• დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.