გაყიდვების აგენტის ვაკანსია - შპს "დონ იმპექსი"-ში
საკონდიტრო ნაწარმის იმპორტისა და რეალიზაციის კომპანია - შპს "დონ იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.
მუშაობის დაწყების თარიღი: 1 იანვარი, 2011 წ.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: სრულ შტატზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
• კომპანიის პროდუქციის რეალიზება პოტენციური კლიენტების მოძიების და პროდუქციის შეთავაზების გზით;
• პროდუქციაზე ეფექტური პრეზენტაციების და წინადადებების მომზადება, პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის წარსადგენად;
• პერიოდული კვლევების ჩატარება კლიენტების რეკომენდაციების/შენიშვნების გამოსავლენად კომპანიის პროდუქციასთან მიმართებაში;
• რეალიზებულ საქონელზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
• ბიზნეს კონტაქტების მონაცემთა ბაზის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
• სასურველია რუსული ენის ცოდნა;
• კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
• ენერგიულობა;
• სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.