ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გაყიდვების აგენტის ვაკანსია სასტუმრო "რივერ საიდი"-ში

სასტუმრო "რივერ საიდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე, სრული სამუშაო განაკვეთით.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
•    მარკეტინგის სფეროში მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2-წლიანი სტაჟი სავალდებულოა;
•    კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
•    საბუთებთან მუშაობის გამოცდილება და პოტენციურ კლიენტებთან წარმატებული მოლაპარაკების უნარი;
•    გარე გაყიდვების ორგანიზებაში გამოცდილება;
•    საოფისე პროგრამების, კერძოდ, Excel-ის კარგი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა.

საჭირო საბუთები:
•    СV - ფოტოსურათით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 5 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები