გაყიდვების აგენტის ვაკანსია სადაზღვევო კომპანია ,,ტაო”-ში
შპს სადაზღვევო კომპანია "ტაო" აცხადებს ვაკანსიას აგენტის (აქტიური გაყიდვების სპეციალისტის) პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• კომუნიკაბელურობა;
• მოტივაციის მაღალი დონე.
მოვალეობები:
• ახალი კლიენტების მოძიება;
• საცალო (სადაზღვევო) პროდუქტის გაყიდვა.
ანაზღაურება განისაზღვრება გაყიდული პროდუქტების მიხედვით.
საჭირო საბუთები: CV ფოტოსურათით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11