გაყიდვების აგენტის ვაკანსია კომპანიაში ”ვოლ ფაბლიშინგი”
საგამომცემლო კომპანია შპს "ვოლ ფაბლიშინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
მთავარი ფუნქციები:
• პოტენციური კლიენტების მოძიება;
• პოტენციურ კლიენტებზე პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
• კლიენტებთან განმეორებითი კონტაქტის დამყარება (საჭიროების შემთხვევაში);
• პრეზენტაციის ჩატარება;
• ყოველთვიური გეგმების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნა:
• უმაღლესი განათლება;
• ასაკი: 18-დან 28 წლამდე;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
აუცილებელი უნარები:
• დამაჯერებელი საუბარი;
• პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
• გაყიდვების წარმოების უნარი;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
• მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი;
• კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
• სისხარტე, ენერგიულობა;
• ორგანიზებულობა, დისციპლინა;
• შემოქმედებითი აზროვნება;
• პასუხისმგებლობის უნარი.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 31 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)