გაყიდვების აგენტის ვაკანსია კომპანია "ეაკონ"-ში
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის სავაჭრო ქსელში არსებული კორპორაციული კლიენტების მომსახურება: შეკვეთების სისტემატიური აღება, დამუშავება და საქონლის დისტრიბუცია;
• სამიზნე სეგმენტის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების მოძიება, შეთავაზების გაკეთება და თანამშრომლობის განვითარება;
• კომპანიის არსებული და ახალმოძიებული კლიენტების შემოვლების გეგმის შემუშავება და განხორციელება, მათი მარაგების კონტროლი, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და მერჩენდაიზინგი;
• ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება, თუ რომელი ობიექტები და კლიენტები დაემატნენ კომპანიას და მათი ბრუნვების ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
• 20-35 წლის მამაკაცი;
• მართვის მოწმობა და ავტომობილი;
• გამოცდილება გაყიდვების, დისტრიბუციის და მერჩენდაიზინგის სფეროში;
• საოფისე პროგრამების - Word-ის და Excel-ის კარგი ცოდნა;
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
• კომუნიკაბელურობა;
• აზრის გადმოცემის კარგი უნარი;
• შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ენერგიულობა;
• პრეზენტაბელურობა;
• ორგანიზებულობა.
ანაზღაურება:
• ფიქსირებული ხელფასი: 300 ლარი;
• ბონუსი: 3-5% მოზიდული კლიენტებისგან გენერირებული რეალიზაციიდან;
• საწვავის და ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 26 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.