გაყიდვების აგენტის თანამდებობა სამშენებლო კომპანიაში
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
მოვალეობები:
• კლიენტებთან ურთიერთობა;
• კლიენტებისათვის სხვადასხვა შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება;
• გაყიდვების პროგრამის განვითარება და კონტროლის განხორციელება;
• ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია პოტენციური კლიენტების შესახებ;
• სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
• მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში, სასურველია გაყიდვების აგენტად;
• სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში; ინგლისური და რუსული - სალაპარაკო (სასურველია);
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი და ელფოსტა);
• კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების/დათანხმების უნარი;
• რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 25 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.