გაყიდვბების მენეჯერის ვაკანსია ’’არის ჯი”-ში
საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი "არის ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მანეჯერის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და გამოცდილების მქონე კანდიდატს.
საქმიანობის აღწერა:
• კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
• ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ბაზაში;
• შემოსული ზარების მიღება;
• კლიენტებთან ურთიერთობა;
• სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის განხრით);
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• უპირატესობა მიენიჭება სატელეფონო გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე პრეტენდენტს.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 400 ლარიდან, მზარდი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 16 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.