ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიცია ლიბერთი ბანკში

ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი, გაზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა.

 ძირითადი მოვალეობები:
•    ლიბერთი ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
•    როგორც ლიბერთი ბანკის ფილიალებში, ასევე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ხალხმრავალ წერტილებში საბანკო პროდუქტებზე ინფორმაციის გავრცელება/განაცხადის ფორმების შევსება;
•    სხვადასხვა ორგანიზაციებში საბანკო პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება;
•    ყოველთვიური - ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები);
•    კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები; პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
•    კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
•    მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 პიროვნული უნარები:
•    ენერგიულობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    დარწმუნების უნარი;
•    ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
•    სისხარტე;
•    პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
•    აზროვნების სისწრაფე;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

 სამუშაო პირობები:

•    სრული სამუშაო განრიგი;
•    ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული გამომუშავებული ბონუსები.

მსურველებმა უნდა წარადგინოთ თქვენი რეზიუმე (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით), ქართულ ან ინგლისურ ენაზე 2011 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

 მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
 ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები