ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გარე გაყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანსია კომპანია "სტრადა"-ში

ავტომობილების დილერი კომპანია "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    გარე გაყიდვების მენეჯერების საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
•    კლიენტთა მომსახურების დონის კონტროლი;
•    გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
•    სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა;
•    დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის ზრდის მხარდაჭერა, კონტროლი და შეფასება;
•    თანამშრომლების შეფასების და მოტივაციის სქემის შექმნა;
•    დისციპლინარული და პროცედურული საკითხების კონტროლი;
•    ანგარიშების მომზადება;
•    რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
•    მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
•    1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის განხრით);
•    ავტომობილებისა და მათი მახასიათებლების ძალიან კარგი ცოდნა;
•    ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა;
•    საოფისე პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
•    პროცესების დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
•    პრობლემების აღმოჩენის და მათი დროულად გადაჭრის უნარი;
•    გაყიდვების წარმოების უნარი;
•    დამაჯერებლად საუბრის, ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
•    გუნდში მუშაობის უნარი;
•    დროის მენეჯმენტის უნარი;
•    მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
•    კომუნიკაბელურობა;
•    ინდივიდუალური და ჯგუფური გეგმების შესრულებაზე ორიენტირებული;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    ორგანიზებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 5 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები