გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობა საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალში
საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი "არის ჯი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე და ეძებს ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს.
საქმიანობის აღწერა:
• პოტენციური კლიენტების მოძიება;
• კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური და არსებული მომხმარებლებისთვის;
• არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, დამატებითი მომსახურების შეთავაზება;
• სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• გარე გაყიდვების სფეროში რეალური სამუშაო გამოცდილება;
• ინტერნეტით და საძიებო სისტემებით სარგებლობის პრაქტიკული გამოცდილება;
• ვერბალური პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაო დრო: მთლიანი განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტული ანაზღაურება.
რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.