ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გარე გაყიდვების აგენტის პოზიცია სადაზღვევო კომპანია შპს "აი სი ჯგუფში"

სადაზღვევო კომპანია შპს "აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად მისი მოღვაწეობის ხანმოკლე ისტორიისა, "აი სი ჯგუფი" საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო კომპანიებში შედის. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც, დამატებით ბენეფიტებთან ერთად, მუდმივად აქვთ კარიერული ზრდის და განვითარების საშუალება.

აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.
 
ანაზღაურება გამომუშავებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
•    გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:

•    კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
•    გამართული მეტყველება;
•    თვითპრეზენტაციის უნარი;
•    მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    არაკონფლიქტურობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    პუნქტუალობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

•    პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
•    დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები