ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გარე გაყიდვების აგენტის პოზიცია

შპს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" წარმოადგენს უნივერსალური ტიპის სადაზღვევო კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად მისი ხანმოკლე ისტორიისა, "აი სი ჯგუფი" საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო კომპანიებში შედის. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც, დამატებით ბენეფიტებთან ერთად, მუდმივად აქვთ კარიერული ზრდის და განვითარების საშუალება.

აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.

ანაზღაურება: ფიქსირებული და გამომუშავებით (ფიქსირებული ანაზღაურება გეგმის შესრულების შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
•    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
•    გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:

•    კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
•    გამართული მეტყველება;
•    თვითპრეზენტაციის უნარი;
•    მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    არაკონფლიქტურობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    პუნქტუალობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

•    პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
•    საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
•    დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 26 მარტი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები