განვადების ოფიცრის ვაკანსია ბანკ რესპუბლიკაში
ბანკი რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
კონტრაქტი: სტაჟირება (3-6 თვე).
სამუშაოს აღწერილობა:
• განვადების ობიექტში კლიენტის დახვედრა და განვადების პირობების გაცნობა;
• კლიენტის მონაცემების შეფასება ბანკის პროდუქტების მოთხოვნებთან მიმართებაში;
• კლიენტის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში;
• დოკუმენტაციის მოწესრიგება;
• ყოველდღიური ანგარიშგება სათავო ოფისთან.
კანდიდატის დახასიათება:
• განათლება: უმაღლესი;
• ტექნიკური უნარები: არითმეტიკული აზროვნება;
• პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.