ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გამყიდველ-კონსულტანტისა და მოლარე-ოპერატორის ვაკანსია სუპერმარკეტში ”ეელი”

სუპერმარკეტი "ეელი" სამუშაოდ იწვევს სასიამოვნო გარეგნობის, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, კონსულტანტ-გამყიდველისა და მოლარე-ოპერატორის თანამდებობებზე.

1. გამყიდველ კონსულტანტი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.


მოვალეობები:

  • ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე განლაგებული პროდუქციის სტილი;
  • მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
  • დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში;
  • კონსულტანტ-გამყიდველის სხვა ტიპური ვალდებულებები.


2. მოლარე-ოპერატორი


მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.


დაინტერესებულმა პირებმა დატოვეთ CV და 2 ფოტოსურათი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71-ში მდებარე ბიზნეს-ცენტრის დაცვის სამსახურში, ან გააგზავნეთ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: eelimarket@gmail.com

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 13 დეკემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)



ბანერები