გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია ტანსაცმლის მაღაზია "JNBY"-ში
"JNBY", ქალისა და მამაკაცის კონცეპტუალური ტანსაცმლის მაღაზია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
• ასაკი: 20-დან 30 წლამდე;
• სქესი: მდედრობითი;
• უმაღლესი განათლება;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• ეფექტური კონსულტაციის და კომუნიკაციის უნარი;
• შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება;
• სასიამოვნო გარეგნობა;
• ინგლისურის და რუსულის ცოდნა.
კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან სტაჟირებას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.