გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია შ.პ.ს. "ჯითექსი", "Collezione"-ში
შ.პ.ს. "ჯითექსი", "Collezione"-ს ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე "Collezione"-ს მაღაზიისთვის თბილისში (სავაჭრო ცენტრი - თბილისი ცენტრალი).
მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
• სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.
მოთხოვნები:
• მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (გაყიდვების კონსულტანტი ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში);
• კომუნიკაბელური;
• აკურატული და დეტალზე ორიენტირებული;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით; შრომისმოყვარე; გუნდური მუშაობის უნარით; მოტივირებული და ორგანიზებული;
• სასიამოვნო გარეგნობის;
• სასურველია კომპიუტერის და რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
• ასაკი და სქესი: 18-დან 35-მდე, ქალი/მამაკაცი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.