ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია კომპანიაში

კომპანიას ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები კონსულტანტის ვაკანსიაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ანაზღაურება: 300-დან 450 ლარამდე, კომპეტენტურობიდან და ცოდნიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:
• დახვეწილი მეტყველება;
• ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი;
• უმაღლესი განათლება.

მოვალეობები:
• ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
• დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
• სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
• კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე განლაგებული პროდუქციის სტილი;
• მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
• დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში;
• სხვა ვალდებულებები.


კანდიდატები გაივლიან ორკვირიან უფასო ტრენინგს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ საგამოცდო 4 თვიანი ხელშეკრულება. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ცოდნიდან გამომდინარე- 260-დან 300 ლარამდე. საგამოცდო პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ანაზღაურება განისაზღვრება ცოდნის და კომპეტენციის მიხედვით.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10-დან 18 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.


დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ CV, აუცილებლად ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: bms@bms.com.ge. ელ-ფოსტის გაგზავნისას აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 11 დეკემბერი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები