ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია კომპანია "თბილისი-ლაითინგი"-ში

კომპანიას "თბილისი-ლაითინგი" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები კონსულტანტის ვაკანსიაზე.

მაღაზიის პროფილი: იტალიური და ავსტრიული ელიტარული ჭაღების რეალიზაცია.

ხელფასი: 320-500 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით.

კომპანია ითვალისწინებს ხელფასის და პროფესიულ ზრდას.

სამუშაო გრაფიკი:
სრული, 11.00-დან 20.00 საათამდე, კვირაში ერთი დასვენების დღე.

გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი ფირმის ხარჯზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    დახვეწილი მეტყველება;
•     დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•    უმაღლესი განათლება;
•    ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•    რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

მოვალეობები:
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•    სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•    კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•    დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.

საჭირო საბუთები:
•    CV - ფოტოსურათით (3x4).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები