გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია კომპანია "ჯეო რითეილ"-ში
კომპანია "ჯეო რითეილ" აცხადებს ვაკანსიას "Hello Kitty"-ს მაღაზიის გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.
ხელფასი: 300 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო გრაფიკი: დასვენება ყოველ მეოთხე დღეს.
მოთხოვნები:
• სქესი: მდედრობითი;
• ასაკი: 18-32 წელი;
• სასიამოვნო გარეგნობა;
• რუსული ენა: საშუალოდ; ინგლისური: ელემენტარული;
• მათემატიკა: საშუალო;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საჭირო თვისებები:
• კომუნიკაბელური;
• ენერგიული;
• ორგანიზებული და პუნქტუალური;
• მოტივირებული.
სამუშაო ვალდებულებები:
• გაყიდვების გეგმის შესრულება;
• ურთიერთობა მაღაზიის კლიენტებთან;
• შეკვეთის გაფორმება;
• პროდუქციის წარდგინება, მარკირება და განლაგება.
მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს შერჩეული აპლიკანტი გაეცნობა მის Job Description-ში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.