ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია კაფე სანაყინეში

კომპანიას ესაჭიროება გამყიდველი კაფე სანაყინეში (დამხმარე ან ძირითად ცვლაში მომუშავე).    

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

პირველ და მეორე ცვლაში მონაცვლეობით მუშაობა.

მხედველობაში მისაღებია, ის რომ მეორე ცვლაში მუშაობის შემთხვევაში სამუშაო დღე შეიძლება ღამის პირველ-ორ საათზე დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება თანამშრომლის სახლამდე ტაქსით მიყვანა.

დასვენების დღე: შეთანხმებით.   

მოთხოვნები:
•    კომუნიკაბელობა;
•    ესთეტიურობა;
•    თავაზიანობა;
•    ასაკი: 20-35 წლის;
•    არითმეტიკის და ელემენტარული მათემატიკის ცოდნა;
•    პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.

სასურველია:
•    სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში;
•    სალაპარაკო უცხო ენის/ენების ცოდნა.   

ანაზღაურება: გამომუშავებით.
სრული დატვირთვით მომუშავე (კვირაში 1 დღე დასვენება) გამყიდველის ანაზღაურებაა 270-350 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები