ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია "ევროტექნიკსი"-ში

"ევროტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით); შესაძლებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
•    სასურველია კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი მახასიათებლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
•    გამართული მეტყველების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    პრეზენტაბელური; აქტიური;
•    პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაოს მახასიათებლები:

•    მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
•    რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
•    პოტენციური მყიდველების კმაყოფილების ზრდაზე ყურადღების გამახვილება;
•    გაყიდული პროდუქციის აღწერა/სავალდებულო დოკუმენტების შევსება;
•    უშუალო უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 მაისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები